იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი მოსკოვში იმყოფება, სადაც ოჯახთან ერთადაა, თან ისვენებს და თან სარეკლამო გადაღებებში იღებს მონაწილეობას.
იტალიელი მოსკოვში მდებარე ქართულ რესტორანსაც ეწვია. მისმა მეუღლემ ილარი ბლაზიმ ინსტაგრამ სთორიში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ისინი ქართულ რესტორანში არიან და ტოტის კერძების დაგემოვნებას სთხოვს.
ფრანჩესკოს მეუღლემ არაერთხელ თხოვა, რომ დაეგემოვნებინა ჯერ ბაჟე, შემდეგ ჭარხალი და ბოლოს სულგუნის ფირფიტებში გახვეული ნადუღი, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა უარი არაერთხელ თქვა. ბლაზი გამუდმებით იმეორებდა, რომ შეუძლებელი იყო ეს კერძები არ გაესინჯა, მაგრამ როგორც ჩანს ტოტი ჯიუტი აღმოჩნდა...