პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა „ლაიფციგთან“ ახლოსაა. Bild-ის ცნობით, გერმანული კლუბი ფრანკფურტის „აინტრახტს“ ტრანსფერზე უკვე მოურიგდა.
გარიგების სანაცვლოდ „აინტრახტი“ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია. მეორეს მხრივ, Kicker-ი იტყობინება, რომ ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
ანდრე სილვამ გასული სეზონი დიდებულად ჩაატარა და გერმანიის ბუნდესლიგაში 28 გოლის გატანა მოახერხა, ბომბარდირთა დავაში კი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.