საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტური წყალტუბოს „სამგურალისა“ და თბილისის „საბურთალოს“ შეხვედრით დასრულდა.
მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა. ორი გოლი გავიდა და ორივე პირველ ტაიმში. ანგარიში აკაკი შულაიამ დასაწყისშივე, მე-19 წუთზე გახსნა, მაგრამ მალევე სერგო კუხიანაძემ გაათანაბრა.
ორივე გუნდს ბევრი დრო ჰქონდა გამარჯვეის მოსაპოვებლად, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს და ქულები გაიყვეს.
„საბურთალო“ 32 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო „სამგურალს“ 4 ქულით ნაკლები აქვს და მეექვსე საფეხურს იკავებს.
„სამგურალი“ – „საბურთალო“ 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 შულაია (18), 1:1 კუხიანიძე (28)