რაგბი

17:36 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

18 მსოფლიოს ჩემპიონი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა, 2 ივლისს პრეტორიაში, ბორჯღალოსნებთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში 18 მსოფლიოს ჩემპიონია!

ამ 18 მოთამაშიდან 12-მა, 2019 წლის 2 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ ფინალში ითამაშა (ინგლისთან 32:12). ესენი არიან ‘ბოკეს’ კაპიტანი სია კოლისი, პიტერ-სტეფ დუ ტოი, ებენ ეთცებეთი, ბონგი მბონამბი, ვილი ლე რუ, ანდრე პოლარდი, ფრანს შტეინი, ფრანკო მოსტერტი, მალკოლმ მარქსი, სტივენ კისტჰოფი, ფრანს მალერბე და ჰერშელ იანტისი.

შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – ფრთებზე როსკო სპეკმანი და აჰელელე ფასი იწყებენ, ხოლო იასპერ ვისე მარქაფაშია. სპეკმანი 2013 წელს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ბორჯღალოსნების წინააღმდეგ „თბილისის თასზე“ ითამაშა. 2014 წლიდან ის 7-კაცა რაგბში გადავიდა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა. სპეკმანი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ასევე გახდა რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული. როსკოს ანგარიშზე 7-კაცა რაგბში 150 მატჩი და 380 ქულაა.

„საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიეთ. დაცული გვაქვს ბალანსი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების, რომლებმაც ამ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინეს. გუნდის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია და მათი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გამოირჩევა თავდადებული თამაშით“ – განაცხადა ნიენაბერმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის თავკაცად მსოფლიო თასის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ სადებიუტო შეხვედრას მხოლოდ 19 თვის შემდეგ გამართავს.

ის მიიჩნევს, რომ ფიზიკურად ძლიერ საქართველოსთან თამაში სწორედ ისაა, რაც მის გუნდს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სერიისთვის მოსამზადებლად ჭირდება:

„ველით, რომ საქართველო დიდი მონდომებით დაგვიპირისპირდება და ფიზიკურ რაგბის შემოგვთავაზებს. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ჩვენი სათამაშო რიტმი. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ორ ტესტში უნდა მივეჩვიოთ წნეხის ქვეშ მუშაობას“.

სამხრეთ აფრიკა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

ხაზი: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანკო შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;

შერკინება: 1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთცებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი, 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი,

მარქაფა: 16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კისტჰოფი, 18. ფრანს მალერბე, 19. მარვინ ორი, 20. იასპერ ვისე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან ვილემსე.

RUGBY.GE

0.12379