ჩოგბურთი

21:20 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასი უიმბლდონს გამოეთიშა

უიმბლდონზე პირველივე დღეს სენსაცია დაფიქსირდა - ამერიკელმა ფრანსის ტიაფომ, საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისტს, სტეფანოს ციციპასს 6-4, 6-4, 6-3 მოუგო. ბერძენი ჩოგბურთელისთვის, ეს როლან გაროსის შემდეგ პირველი თამაში იყო.

ციციპასი უიმბლდონს პირველივე წრეში ზედიზედ მეორედ გამოეთიშა. პირველი მარცხი 2019 წელს იგემა, როცა ტურნირზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი. შარშან კი ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

„ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია. დასაწყისიდან ბოლომდე კარგად ვითამაშე. ეს ისაა, რისთვისაც ბევრს ვვარჯიშობდი. სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვცხოვრობ. აშკარად რაღაც კარგი მოხდა“, - განაცხადა ტიაფომ, ვინც შეხვედრის პირველივე გეიმში შეძლო ბრეიკის აღება.

0.146792