ფეხბურთი

20:34 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ ოპერაცია გაიკეთა და 4 თვე ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

დემბელეს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მას 4 თვით უქმობა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტი გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელემ ტრავმა ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთთან მატჩში მიიღო და საფრანგეთის ნაკრებს ნაადრევად გამოაკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105122