ფეხბურთი

19:57 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა ევრო 2020-ის დროს ფეხბურთელებს სექსი აუკრძალა

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს გუნდში როგორც ჩანს, მკაცრი წესები აქვს შემოღებული. ფრანგული მედიის ცნობით, ფეხბურთელებს უკვე ერთი თვეა თავიანთი ოჯახის წევრები არ უნახიათ.

დეშამმა ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის დროს სექსუალური ურთიერთობაც აუკრძალა და მოთამაშეებს, მეუღლეების ან პარტნიორების ნახვის უფლება არ ეძლევათ. ანტუან გრიზმანმა თქვა, რომ ძალიან რთული წესებია, მაგრამ უნდა შეეგუონ:

„ძნელია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. კონტაქტი არავისთან გვაქვს, ოჯახის წევრებთანაც კი, თუმცა ამას უნდა შევეგუოთ“, - თქვა ანტუანმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.119648