ფეხბურთი

18:55 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონის" ფანები ბენიტესს ემუქრებიან: "ვიცით, სადაც ცხოვრობ"

ლივერპულის „ევერტონის“ ფანები რაფაელ ბენიტესის წინააღმდეგ გამოდიან და საყვარელ კლუბში ესპანელის დანიშვნა არ სურთ.

ფანებმა გამოფინეს ბანერი, რომლის მიხედვით ბენიტესს ემუქრებიან: „ვიცით, სადაც ცხოვრობ, კონტრაქტი არ გააფორმო“, - წერია ბანერზე.

მოგეხსენებათ, ბენიტესი 2004-2010 წლებში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იყო და „ევერტონის“ ქომაგებიც მისი წინააღმდეგნი ამიტომ არიან.

ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და რაფა ბენიტესი „ევერტონთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

0.11588