ფეხბურთი

12:06 | 28.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ნიდერლანდებმა ჩემს გამო წააგო"

ნიდერლანდების ნაკრებმა მცველმა მატიას დე ლიხტმა ჩეხეთთან მარცხი საკუთარ თავს დააბრალა. დე ლიხტი მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევეს, კაცნაკლულმა ნიდერლანდებმა კი ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.

„ცხადია, თავს ცუდად ვგრძნობ. თამაშის წაგების მთავარი მიზეზი ის იყო, რაც მე გავაკეთე. ბურთი არ უნდა გამქცეოდა. მეგონა, თამაშს ვაკონტროლებდით, რამდენიმე შანსი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მათ არ ჰქონიათ პრაქტიკულად არაფერი, მაგრამ წითელმა ბარათმა თამაშში აშკარად ცვლილება შეიტანა“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში მოიგო, მაგრამ ჩეხეთთან მარცხის შედეგად ტურნირს დაემშვიდობა. ჩეხები კი მეოთხედფინალში დანიას შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1137