ევროპის ჩემპიონატზე და მითუფრო პლეი-ოფის სტადიაზე მარტივი თამაში არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბევრისთვის ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ ჩეხეთთან უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ფაქტია, ეს საკმარისი არასდროსაა.
ნიდერლანდებმა ბუდაპეშტში ერთობ უფერული ფეხბურთი აჩვენა, ხოლო ჩეხეთის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იაროსლავ შიჰლავს ძალიან მებრძოლი გუნდი ჰყავს.
ჩეხეთმა მოიგო და მოიგო სრულიად დამსახურებულად. მეორე ტაიმის დასაწყისში მატიას დე ლიხტმა საჯარიმოსთან ხელით განზრახ ითამაშა და მოედნიდან დამსახურებულად გააძევეს, რამაც ჩეხეთს ხელ-ფეხი სრულად გაუხსნა (არც მანამდე აკლებდნენ) და მალევე გოლიც გაიტანეს. ტომაშ ჰოლეშმა თავურით ანგარიში გახსნა და ნათელი გახდა, რომ ფრანკ დე ბურის გუნდისთვის ევრო 2020-ზე წუთები დათვლილი იყო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი პატრიკ შიკმა ნიდერლანდელთა ოცნება საბოლოოდ დაასამარა!
ჩეხეთმა 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, სადაც დანიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ნიდერლანდებმა ბარგი უკვე ჩაალაგა და შეუძლია მხოლოდ მომავალზე იფიქროს.
ნიდერლანდები - ჩეხეთი 0:2 (0:0)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელენბურგი; დე ვრეი, დე ლიხტი, ბლინდი (ტიმბერი 81); დუმფრისი, დე რუნი (ვეგჰორსტი 73), ვეინალდუმი, დე იონგი, ვან აანჰოლტი (ბერგუისი 81); დეპაი, მალენი (პრომესი 57)
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური
ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი; ცოუფალი, ჩელუსტკა, კალაში, კადერაბეკი; ჰოლეში (კრალი 85), სოუჩეკი; მასოპუსტი (იანკტო 79), ბარაკი (სადილეკი 90), შევჩიკი (ჰლოზეკი 85); შიკი (კრმენჩიკი 90)
მწვრთნელი: იაროსლავ შიჰლავი
გოლები: 0:1 ჰოლეში (68), 0:2 შიკი (80)
გაფრთხილება: დუმფრისი (46), დე იონგი (84) - ცოუფალი (56)
გაძევება: დე ლიხტი (55)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 9 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ტომაშ ჰოლეში (ჩეხეთი)
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვირჯილა უნდოდა ამ ნიდერლანდებს და კარგი შემტევი დეპაიზე მაღალი დონის მერე საერთოდ სხვა გუნდი იქნებოდა. ამ გუნდს ფავორიტებში არც განვიხილავდი მე იდეაში ლოგიკურია რაც მოხდა
ჩეხებს უკეთესი გუნდი ჰყავთ და თუ გაუმართლებთ ფინალის თამაშიც შეუძლიათ.დანიას უნდა მოუგონ ერთი ნახევარფინალი რჩება. 76 ში უკეთესს გერმანიას მოუგეს ასე რომ მათგან არაფერია გამორიცხული.
საცოდავი ბარსა ვინ დაიმატა ეს დეპაიმ ასე თუ ისეირნა მინდოირზე მესიმ ჯობია აღარ გააგრძელოს კონტრაქტი.ვეინალდუმი რომ ხელფასზე დაგიწყებს ლაპარაკს.
ხომ კარგად გამოიყურება იტალიაც და საფრანგეთიც მაგრამ მე მაინც არც ერთი არ მგოინია საჩემპიონო. ვნახოთ ინგლისი გერმანია რას მოგვცემს.
ჰოლანდიელებს ჩემპიონატის ფავორიტად ნამდვილად არ (და ვერ) მივიჩნევდი, მაგრამ თუ ჩეხეთთანვე აიშვერდნენ ფეხებს, ეგ აღარ მეგონა.
ამ ჩემპიონატსაც ისეთი სუნი უდის, რომ შეიძლება ე.წ. ანდერდოგმა აწიოს თასი. წელს ბევრი უცნაურობა მოხდა სპორტში.
ევრო-2000 დან ვუყურებ ნიდერლანდელების თამაშს სიმპატიური შემტევი გუნდი ჰყავთ უმეტეს წილად მაგრამ ჩვენი არ იყოს არ დაადგა საშველი ხან შემტევი სტილის მწვრნელი დანიშNეს ხან ტაქტიკოსი ვან გაალი ხან ვინ ხან ვინ შედეგი 0. ამ ჩემპიონატზე მათი მაქსიმუმი ეს იყო არმქონდა დიდი მოლიდინი რაც არუნდა გასაკვირი იყო შემტევების ნაკებობას განიცდის. ვარსკვლავი ვინ ჰყავთ? მემფის დეპაიი? მაგის ვარსკვლავებო არ გაიშვა
ეს ჰოლანდია ინგლისზე დღნაშვი გუნდია რა