ფეხბურთი

16:15 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ქართველმა ფორვარდმა გასული სეზონი პოზნანის „ლეხში“ იჯარით გაატარა, მაგრამ პოლონელებმა ის არ გამოისყიდეს.

კაჭარავას გასული წლის 3 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ლისაბონის „ბენფიკასთან“ უმძიმეს ტრავმა მიიღო. ამიტომაც, უწევს ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურად მომზადება.

შეგახსენებთ, კაჭარავა „ანორთოსისის“ საკუთრებაა და არაა გამორიცხული მომდევნო სეზონი თემურ ქეცბაიას გუნდში გაატაროს, რომელშიც ქართველთა რაოდენობა შემცირდა და კაჭარავას გარდა, მხოლოდ გიორგი ლორიაა დარჩენილი.

გასულ სეზონში 27 წლის ფორვარდმა „ლეხში“ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114372