კილიან მბაპეს უმცროსმა ძმამ, ეთან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
15 წლის ეთანი პსჟ-ს ასაკობრივ გუნდებში თამაშობს და განახლებული კონტრაქტის თანახმად პარიზში 2024 წლამდე დარჩება.
თუ პატარა მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა, ჯერჯერობით მისი უფროსი ძმა იგივეს გაკეთებას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება და აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.