მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი არ მომკვდარა. მან უეფას ისევ შეუტია და დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია სწორია.
“სუპერლიგა ცოცხალია. ვინც გვემუქრება, ამას აკეთებს თავისი დომინანტი პოზიციის დასაცავად. დაველოდოთ რას გადაწყვეტს ლუქსემბურგის სასამართლო. ინგლისური გუნდები თავისით არ გასულან, ეს ფიფამ აიძულა. ჩვენ 8 მილიარდს ვკარგავთ და ჩეფერინი თავის ხელფასს იზრდის. არიან ადამიანები და მათ თავიანთი პრივილეგიების შენარჩუნება სურთ. მათ ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი გაგდება სცადეს, მაგრამ სასამართლოებმა აუკრძალეს. სუპერლიგა ღიაა, ისტორია ყველა კლუბს აქვს, ჩვენ დავიწყეთ იმ კლუბებიდან, რომლებსაც ყველაზე მეტი გულშემატკივრები ჰყავთ. „რომას“ მატჩს არ აქვს ისეთი მიზიდულობა, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშს. სუპერლიგაში შედიან გუნდები, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავთ. უეფამ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა, მაგრამ უკეთესი იყო სხვა რამეზე ეფიქრა - კლუბებზე და ქომაგებზე, რომლებიც ტელევიზორში ფეხბურთს აღარ უყურებენ“, - თქვა პერესმა.
შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესი სუპერლიგის პრეზიდენტი და მთავარი ინიციატორია. მას ღიად მხარს „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ უჭერენ.