იტალიის ნაკრებს კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაუბრუნდა. 36 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ის ავსტრიასთან მატჩში განაცხადში იქნება, მაგრამ მაინც ნაკლებ მოსალოდნელია, რომ რობერტო მანჩინიმ გარისკოს და ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. მის ნაცვლად სავარაუდოდ, ფრანჩესკო აჩერბი ან ალესანდრო ბასტონი ითამაშებს.
ტრავმის გამო „სკუადრა აძურას“ მარჯვენა მცველი ალესანდრო ფლორენცი დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ავსტრიის ნაკრებთა მერვედფინალური მატჩი 26 ივნისს, ლონდონში გაიმართება.