ფეხბურთი

15:47 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და შეკრებას ნიდერლანდებში გადის. გუნდთან ერთად იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ქართველ ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებს და საწვრთნელ პროცესში ბოლომდე ჩართულია. „გენტმა“ ვარჯიშის ფოტოკოლაჟიც გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ „გენტმა“ რამდენიმე დღის ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი ითამაშა.

„გენტი“ ახალ სეზონს 22 ივლისს კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულ „ვალერენგასთან“ საშინაო მატჩით გახსნის, ხოლო ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში 25 ივლისს, „სენტ ტრუიდენს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115272