ფეხბურთი

11:57 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პელემ მესის დაბადების დღე მიულოცა: "გააგრძელე საფეხბურთო სამყაროს გაღიმება"

ფეხბურთის ლეგენდამ პელემ ლიონელ მესის დაბადების დღე მიულოცა. ბრაზილიელი სოციალური ქსელის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია და ინსტაგრამის სთორიში მესის მისალოცი მესიჯიც გამოაქვეყნა:

„გილოცავ დაბადების დღეს! გააგრძელე საფეხბურთო სამყაროს გაღიმება“, - დაწერა პელემ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის 24 ივნისს, 34 წელი შეუსრულდა. ის ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, სადაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116448