ფეხბურთი

23:47 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგმა ასტრონავტმა პორტუგალიასთან მატჩს კოსმოსიდან უყურა

ფრანგმა ასტრონავტმა ტომას პესკემ საფრანგეთისა და პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან უყურა, მიწიდან 400 კმ-ის დაშორებით.

„ევროპის ჩემპიონატზე მარტივ ჯგუფში არ ვიყავით, მაგრამ ამან მატჩები კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ყოჩაღ ფრანგებო, რომ პირველ ადგილზე გახვედით“, - დაწერა სოციალურ ქსელში პესკემ, რომელმაც თან ფოტოც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო მერვედფინალში დიდიე დეშამის გუნდი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

0.13903