ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონიდან სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ, თანაც 100%-ით. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა გააკეთა.
„ჩვენ ნორმალურ რეჟიმში ვბრუნდებით საზოგადოების აქტივობასთან დაკავშირებით. ფეხბურთის და კალათბურთის ახალ სეზონში გულშემატკივრები მატჩებს დაესწრებიან“, - თქვა დარიასმა.
ესპანეთის ლა ლიგის მომდევნო სეზონი აგვისტოში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება რამდენიმე დღის წინ იტალიაშიც დააანონსეს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით.