ფეხბურთი

10:24 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ კოლუმბიას მე-10 დამატებულ წუთზე მოუგო

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ბრაზილიის ნაკრებმა რიო-დე- ჟანეიროში, „ოლიმპიკო ნილტონ სანტოს ენჟენიანის“ სტადიონზე, კოლუმბიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-10 წუთზე კოლუმბიელებმა გახსნეს, თავი ლუის დიასმა გამოიჩინა. ბრაზილიელები კარგა ხნის განმავლობაში იყვნენ მდევრის როლში, თუმცა, 78-ე წუთზე ფირმინომ მაინც მოახერხა გათანაბრება. გამარჯვებისა კი პენტაკაპეონებმა მე-10 დამატებულ წუთზე გაიტანეს. გოლი კაზემიროს ანგარიშზეა.

B ჯგუფში 9 ქულით ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს, კოლუმბიასა და პერუს 4-4 ქულა მოუგროვდათ, ეკვადორს და ვენესუელას 2-2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12384