მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი „პარი სენ ჟერმენთან“ ძალიან ახლოსაა. ესპანური As-ის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
რამოსს სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მათ შორის „მანჩესტერ სიტისგან“ და „მანჩესტერ იუნაიტედისგან“, მაგრამ ორივე შეთავაზება უარით გაისტუმრა და პარიზული გუნდი აირჩია.
ჯერჯერობით მოსალოდნელი ტრანსფერი კონტრაქტის პირობები და ფინანსური დეტალები უცნობია. ესპანელი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობდა და 671 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა.