იტალიის სერია A-ს მომდევნო სეზონი გულშემატკივრებით დაიწყება. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრეა კოსტამ ადგილობრივ პრესას დაუდასტურა, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია.
22 აგვისტოდან, როცა ახალი სეზონი დაიწყება, იტალიაში სტადიონზე ტევადობის 25%-ზე დასწრება ნებადართული იქნება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით. მომდევნო ეტაპზე კი რაოდენობის 40%-მდე გაზრდაც იგეგმება.
ჯერჯერობით, სერია A-ს ხელმძღვანელობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. იტალიის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონი სტარტს 22 აგვისტოს აიღებს.