ფეხბურთი

11:36 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს განაახლებს

კატალონიის „ბარსელონა“ და ლიონელ მესი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ესპანური მედიის ცნობით, ინფორმაცია შესაძლოა უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც დადასტურდეს.

მესი კონტრაქტის განახლებას დათანხმდა. ის ხელფასს შეიმცირებს და ხელშკერულებას 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მაგრამ მომდევნო სეზონის მიწურულს კონტრაქტი ავტომატურად ერთი წლით, 2023 წლამდე განახლდება.

მესის მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და შესაბამისად, მისი განახლება უახლოეს ერთ კვირაში უნდა მოხდეს. არგენტინელ ფეხბურთელს კლუბიდან წასვლა ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა, მაგრამ მაშინ ბოლო მომენტში აზრი შეიცვალა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის პროფესიონალურ კარიერაში „ბარსელონას“ გარდა არსად უთამაშია და ესპანურ გრანდში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116715