ფეხბურთი

11:26 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრების პრესატაშე: „ჩერჩესოვს გადადგომის შესახებ არაფერი უთქვამს“

ევრო 2020-ის მესამე ტურის მატჩში, დანიასთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (1:4), რუსეთის ნაკრები ტურნირს დაემშვიდობა.

მატჩის შემდეგ, რუსეთის ეროვნული გუნდის პრესატაშემ, იგორ ვლადიმიროვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარ მწვრთნელს, სტანისლავ ჩერჩესოვს გადადგომის თაობაზე არაფერი უთქვამს.

„სტანისლავ სალამოვიჩმა მატჩის შემდეგ ყველა აუცილებელი პროცედურა გაიარა, მივიდა პრესკონფერენციაზე, მარცხის მიზეზები ახსნა. ფლეშ-ინტერვიუები მისცა. ფეხბურთელებს გასახდელშიც ელაპარაკა. არსად გადადგომის შესახებ არაფერი უთქვამს.“

0.112852