ესპანეთის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანო“ დაბრუნდა. ანდონი ირაოლას გუნდმა პლეი-ოფის ფინალში „ჟირონა“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.
„რაიოს“ პირველი თამაში შინ 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ სტუმრად სასურველი ანგარიშით - 2:0 იმარჯვა. პირველივე ტაიმში გოლები ალვარო გარსიამ და ოსკარ ტრეხომ გაიტანეს. 56-ე წუთზე მადრიდელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ ირაოლას შეგირდებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „რაიომდე“ ლა ლიგის საგზური „ესპანიოლმა“ და „მალიორკამ“ მოიპოვეს.