მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი ხავი მარტინესი კარიერას საფეხბურთო კლუბ „ყატარში“ გააგრძელებს.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ესპანელმა ფეხბურთელმა ახალი გუნდის ფანებსაც მიმართა: „მოგესალმებით, ბედნიერი ვარ, გითხართ, რომ სულ მალე შევხდებით“, - ამბობს მიმართვაში ხავი.
32 წლის ნახევარმცველი 2012-2021 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა და 268 თამაშში 14 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე 2006-2012 წლებში ბილბაოს „ატლეტიკის“ გამორჩეული ფიგურა იყო.