გერმანიის ნაკრებმა პორტუგალიას 4:2 რომ მოუგო, მაშინ ბერგამოს „ატალანტას“ მცველმა რობინ გოსენსმა დიდი წვლილი შეიტანა. მან ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ერთი თვითონაც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გოსენსმა რამდენიმე თვის წინ გაიხსენა ისტორია, როცა „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მას მაისური არ გაუცვალა. ბუნებრივია, ჰკითხეს სთხოვა თუ არა, ახლაც იგივე.
„რა თქმა უნდა, ყველა გაგებით დაუვიწყარი საღამოა. ჩვენ ნამდვილად ძლიერ გუნდს მოვუგეთ, ამ ტურნირში ჩემი პირველი გოლი და საგოლე გადაცემა გავაკეთე, ბედნიერი და ამაყი ვარ. რონალდუს მაისური? მისთვის მაისური თამაშის შემდეგ არ მითხოვია, რადგან უბრალოდ მინდა ამ მოგებით ვისიამოვნო. „ატალანტას“ ფანებს კი ვეტყვი, რომ ისინი მიყვარს და მალე შევხვდებით“, - თქვა გოსენსმა.
შეგახსენებთ, რობინ გოსენსი პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.