ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ხუთეულში ოთხი მოთამაშე სერია A-ს წარმოადგენს.
FedEx Performance Zone-ს მიხედვით ლოკატელის მეორე ტურში 38 134 ქულა ერგო და ყველას აჯობა. მან შვეიცარიის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, კარშიც ორჯერ დაარტყა.
ევრო 2020-ის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეული ასეთია:
1. მანუელ ლოკატელი (იტალია) – 38 134 ქულა
2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 32 994 ქულა
3. რობინ გოსენსი (გერმანია) – 32 765 ქულა
4. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი) – 32 480 ქულა
5. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) – 29 043 ქულა