მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, თურმე ძალიან სურს თავისი ფავორიტი ფეხბურთელის, ხამეს როდრიგესის „სამეფო კლუბში“ დაბრუნება.
ახლა ხამესი „ევრტონის“ მოთამაშეა და Sport.es-ის ცნობით, წინააღმდეგი არ არის, ისევ ითანამშრომლოს იტალიელ სპეციალისტთან და ამისათვის ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.
ხამესი „რაელში“ უკვე თამაშობდა 2014-20 წლებში. მერე ანჩელოტიმ ის იჯარით წაიყვანა თავისთან „ბაიერნში,“ შემდეგ „ევერტონში“ მუშაობისასაც იახლა. თუ ხამესი „რეალში“ დაბრუნდა, ეს კოლუმბიელის იტალიელთან მეოთხე შეყრა იქნება.