უნგრეთთან ევრო 2020-ის მეორე ტურის შეხვედრის შემდეგ (1:1), საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს ნაკრებში დაბრუნებული კარიმ ბენზემას შესახებ ესაუბრა.
„არ მგონია ბენზემას ოსტატობაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. ვიცით, რომ მას არაჩვეულებრივი გოლების გატანა შეუძლია. ისევე, როგორც სხვა ჩვენს თავდამსხმელებს. უბრალოდ, ჯერჯერობით არ უმართლებს. მაგრამ მას დიდი გამოცდილება აქვს. მე მჯერა კარიმის და ეს მან იცის.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ „სამფეროვანთა“ რიგებში დაბრუნების შემდეგ, ბენზემამ ოთხი მატჩი გამართა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.