ფეხბურთი

20:49 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელები მუხლმოდრეკის წინააღმდეგ

უნგრეთის ნაკრების ათასობით გულშემატკივარი, ფანგებთან მატჩის წინ (1:1), ბუდაპეშტის ქუჩებს მოეფინა. ისინი ბოლო დროს გახშირებულ ეგრედ წოდებულ BLM (Black Lives Matter)-ს აპროტესტებდნენ. ბანერზეც გადახაზული მუხლმოდრეკილი კაცის ფიგურა გამოესახათ.

BLM რასიზმის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობაა, რომელიც ძირითადად პოლიციელების მიერ აფროამერიკელების დისკრიმინაციის საპირწონედაა მიმართული. თუმცა, ბოლო დროს ამ მოძრაობამ ერთგვარად ქაოსური ხასიათი მიიღო.

მაგალითად, ინგლის - შოტლანდიის მატჩის წინ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მუხლი მოიყარეს მოედნის ცენტრში. ტრიბუნებზე სტვენა ატყდა და ორგანიზატორებმა მუსიკას აუწიეს, რათა უკმაყოფილო წამოძახილები ჩაეხშოთ.

0.116375