სხვა

2:31 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოგან პოლი გათამამდა და მაიკ ტაისონზე იწევს

პოპულარული იუთუბერი ლოგან პოლი დარწმუნებულია, რომ მაიკ ტაისონის დამარცხება შეუძლია. 26 წლის პოლმა ახლახანს საჩვენებელი შეხვედრა გამართა მასზე მცირე ტანის ფლოიდ მეივეზერთან. მანამდე კი რინგზე მხოლოდ ორჯერ იბრძოლა, რომელთაგან სამოყვარულო შეხვედრაში, სხვა იუთუბერ KSI-სთან ფრეს დასჯერდა, მასთანვე პროფესიონალური წესებით შეხვედრაში კი დამარცხდა.

პოლმა 44 წლის მეივეზერთან შეხვედრაში, მუშტი უფრო მეტჯერ მოიქნია, მაგრამ გამოცდილი და უძლეველი მეტოქე გაცილებით ზუსტი იყო. შეხვედრას მთვლელი მსაჯები არ ჰყოლია და არც შედეგი დაფიქსირებულა. და როგორც ჩანს, ამან პოლი გაათამამა.

ის ახლა ამბობს, რომ მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ის მეტოქე არაა, რომლისაც უნდა ეშინოდეს: „ვიღაცამ მაიკ ტაისონი ახსენა. ის ერთ დროს უდიდესი იყო. ჩემმა ადვოკატმა ის ახსენა და მითხრა: არა, ტაისონი თავს მოგაგლეჯს, შენ შანსი არ გაქვს. მე კი ვუთხარი: ძმაო, მე ეს ერთხელ უკვე გავიარე და შენ ვერ მეტყვი, რომ მე მაიკ ტაისონის დამარცხება არ შემიძლია. ძმაო, ის დაბერდა, დაბერდა“.

სხვათა შორის, პოლის უმცროსი ძმა, ასევე იუთუბერი, 24 წლის ჯეიკიც კრივის მოყვარულია და პროფესიონალურ რინგზე სამი ბრძოლა აქვს გამართული. შარშან ის NBA-ს ყოფილ ვარსკვლავ ნეიტ რობინსონს შეხვდა და ნოკაუტით მოუგო. შემდეგ კი UFC-ს მებრძოლ ბენ ასკრენი პირველივე რაუნდში დასცა. აგვისტოში ის მეოთხე ბრძლას გამრთავს და ამჯერად, UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, ტაირონ ვუდლის დაუპირისპირდება.

0.117426