ფეხბურთი

11:30 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "არ შემეძლო გოლი იქ მეზეიმა, სადაც ერიკსენის სიცოცხლე საფრთხეში იყო"

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა დანიის ნაკრების კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), მაგრამ გოლი არ უზეიმია. როგორც მან მატჩის შემდეგ განაცხადა, სწორი არ იქნებოდა, გოლი იმ მოედანზე ეზეიმა, სადაც კრისტიან ერიკსენის სიცოცხლე საფრთხეში იყო.

„ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს მართებული იყო პატივი მეცა სტადიონზე მყოფი გულშემატკივრების გრძნობისთვის. მე მივედი მოედნის იმ ნაწილში, სადაც ერიკსენი შაბათს დაეცა და სიმშვიდე შევინარჩუნე. სხვაგვარად, გოლის აღნიშვნა სწორი არ იქნებოდა“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპიდან გასვლა უკვე მოახერხა და მესამე ტურში მისთვის ფორმალობად ქცეულ მატჩში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121821