ფეხბურთი

11:03 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზომ შესაძლოა "ტოტენჰემი" ჩაიბაროს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ჯენარო გატუზო დაინიშნოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

„ტოტენჰემში“ აქამდე პაულუ ფონსეკას დანიშვნა იყო იყო პრაქტიკულად გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და პორტუგალიელის ინგლისურ გუნდში მისვლა გამოირიცხა.

მეორეც მხრივ, გატუზომ ფლორენციის „ფიორენტინა“ უკვე დატოვა, რომელიც 25 მაისს დაინიშნა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ისევ უმუშევარია.

იტალიელის „ტოტენჰემში“ მიწვევის ინიციატორი, ლონდონელთა ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია, რომელიც რინოს კარგად იცნობს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ტოტენჰემს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, რომელიც გაზაფხულზე გაათავისუფლეს, ხოლო მის ნაცვლად კლუბს სეზონი დროებითი მწვრთნელის სტატუსით რაიან მეისონმა ჩაამთავრებინა და „მამლებმა“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114973