ფეხბურთი

12:57 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი იანგი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი იანგი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. ბირმინგემულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

იანგი „ასტონ ვილაში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა და 190 თამაშში 38 გოლის გატანაც შეძლო. ბოლო ორი სეზონი კი მილანის „ინტერში“ გაატარა და 59 შეხვედრაში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

გარდა ამისა, იანგს „უოტფორდსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია. ინგლისის ნაკრებში კი 2007-2018 წლებში 39 მატჩში 7 გოლი მიითვალა.

0.121742