უეფამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს მოუწოდა, რომ პრესკონფერენციებზე ფეხბურთელებმა ტურნირის სპონსორი კომპანიების ბოთლები აღარ გადააადგილონ.
როგორც ევროპის ჩემპიონატის დირექტორმა მარტინ კალენმა აღნიშნა, სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირისთვის და ევროპული ფეხბურთისთვის:
“ეროვნულ ნაკრებებს ვთხოვთ, რომ პატივი სცენ სავაჭრო ხელშეკრულებებს. სპონსორები მნიშვნელოვანია ტურნირისთვის და ზოგადად ევროპული ფეხბურთისთვის“, - თქვა კალენმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა გადადგა და წყალი დაიდგა, მას შემდეგ იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმაც მიბაძა, ხოლო პოლ პოგბამ ლუდ „ჰეინეკენის“ ბოთლის შემთხვევაში გააკეთა იგივე. ამიტომაც, უეფას მოწოდების გავრცელება მოუწია.