ფეხბურთი

19:24 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: უკრაინის პირველი გამარჯვება და ჩრდილოეთ მაკედონიის მეორე მარცხი

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეი შევჩენკოს გუნდი ბუქარესტში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

პირველ ტაიმში უკრაინელთა უპირატესობა დიდი იყო და სწორედ ამის ხარჯზე მოიგეს. ანგარიში ანდრეი იარმოლენკომ გახსნა 29-ე წუთზე, ხოლო 5 წუთში რომან იარემჩუკმა სხვაობა ორამდეგ გაზარდა და მაკედონიელები რთულ ვითარებაში ჩავარდნენ.

მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება შეიცვალა და უპირატესობა იგორ ანგელოვსკის გუნდის ხელში გადავიდა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. გორან პანდევმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ეზგიან ალიოსკიმ შეასრულა, მაგრამ გეორგი ბუშჩანმა აჯობა. მიუხედავად ამისა, დამატებაზე პირველი ალიოსკი იყო, რომელმაც სხვაობა შეამცირა.

ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს კიდევ ჰქონდა საგოლე შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენეს, ხოლო თამაშის მიწურულს უკრაინამ ხელიდან კიდევ უფრო წინ გასვლის შანსი მიეცა. რუსლან მალინოვსკიმ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა და მასაც მეკარემ აჯობა. თუმცა, ალიოსკისგან განსხვავებით კი მალინოვსკის დამატებაზე თამაშის შანსი არ მისცემია და ანგარიში უცვლელი დარჩა.

საბოლოოდ, უკრაინის ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო და ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს, ხოლო ბოლო ტურში ავსტრიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ ქულა არ მოუპოვებია და წინ მასპინძელ ნიდერლანდებთან შეხვედრა ელოდება.

უკრაინა - ჩრდ. მაკედონია 2:1 (2:0)

ბუქარესტი, „ეროვნული სტადიონი“

უკრაინა (4-3-3): ბუშჩანი; კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო; შაპარენკო (სიდორჩუკი 79), სტეპანენკო, ზინჩენკო; იარმოლენკო (ციგანკოვი 70), იარემჩუკი (ბესედინი 71), მალინოვსკი (სობოლი 90)

მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო

ჩრდ. მაკედონია (3-4-1-2): დიმიტრევსკი; რისტოვსკი, ველკოვსკი (ტრიჩკოვსკი 85), მუსლიუ; ნიკოლოვი (ტრაიკოვსკი 46), ადემი (რისტევსკი 85), სპიროვსკი (ჩურლინოვი 46), ალიოსკი; ბარდი (ავრამოვსკი 77); პანდევი, ელმასი

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

გოლები: 1:0 იარმოლენკო (29), 2:0 იარემჩუკი (34), 2:1 ალიოსკი (57)

გამოუყენებელი პენალტი: მალინოვსკი (84) - ალიოსკი (57, მეკარე)

გაფრთხილება: შაპარენკო (43) - ველკოვსკი (59), ავრამოვსკი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა)

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)

0.160825