პატრიკ ვიეირამ და გარი ნევილმა იტალიის ნაკრების თამაშზე კომენტარი გააკეთეს და ისინი ფიქრობენ, რომ „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატზე შორს გასვლას ვერ მოახერხებს.
„ვფიქრობ, რომ პირველ ორ თამაშში იტალიას იოლი მეტოქეები ჰყავდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დამარცხება უნდა, მაგრამ მეეჭვება, რომ ბოლომდე მივიდნენ. მათ აკლიათ ინტენსივობა, სიძლიერე და რიტმი, რომ შეტევაში უფრო სახიფათოდ ითამაშონ. ამიტომაც, ჯერ კიდევ უნდა მოვიცადოთ, ვფიქრობ, ადრეა იმაზე საუბარი, რომ იტალია ფინალში გავა“, - თქვა ვიეირამ.
ფრანგი ფეხბურთელის მოსაზრება გაიზიარა გარი ნევილმა, რომელიც იგივეს ფიქრობს და ეს არ დაუმალავს:
„იტალია კარგად გამოვიდა ამ ორ თამაშში, მაგრამ პატრიკს ვეთანხმები, ვფიქრობ, მაღალ დონეზე არ არიან. ვნებით თამაშობენ, მაგრამ მინდა ვნახო ძლიერ მეტოქეებთან როგორ ითამაშებენ“, - თქვა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა თურქეთისა და შვეიცარიის ძლევის შემდეგ მერვედფინალის საგზური მოიპოვა და ბოლო ტურში 20 ივნისს, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.