ფეხბურთი

13:49 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანია - ბელგიის მატჩი მე-10 წუთზე ერიკსენის საპატივცემულოდ შეჩერდება

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, Football Italia-ს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანია - ბელგიის მატჩი მე-10 წუთზე შეჩერდება კრისტიან ერიკსენის საპატივცემულოდ. შეგახსენებთ, რომ კრისტიანი სწორედ მე-10 ნომრით თამაშობს. მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ტაში დაუკრან ცნობილ ფეხბურთელს.

ლუკაკუმ აგრეთვე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს სთხოვა, ნება დართოს ინტერელი მეგობარი საავადმყოფოში მოინახულოს. მატჩიც ხომ კოპენჰაგენში ტარდება.

12 ივნისს, დანია - ფინეთის შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, ერიკსენმა გონება დაკარგა და 15 წუთის განმავლობაში ექიმები დახმარებას უწევდნენ მინდორზე. მათ შემდეგ თქვეს, რომ მცირე ხნის განმავლობაში ფეხბურთელს გული გაჩერებული ჰქონდა.

ახლა ერიკსენი ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. გულის შეტევის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. კრისტიანი თავს კარგად გრძნობს.

დანია - ბელგიის ევრო 2020-ის მეორე ტურის შეხვედრა დღეს, 17 ივნისს გაიმართება კოპენჰაგენში, „პარკენის“ სტადიონზე და თბილისის დროთ 20 საათზე დაიწყება.

0.115087