„ტოტენჰემის“ ყოფილი მცველი, დენი როუზი, „უოტფორდის“ ფეხბურთელი გახდა. 30 წლის მოთამაშემ ჩისკო მუნიოსის გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
როუზმა კარიერა „ლიდსში“ დაიწყო, საიდანაც ის 2007 წელს „ტოტენჰემში“ გადაბარგდა. რამდენიმე წელიწადს ის იჯარის წესით თამაშობდა „უოტფორდში,“ „პიტერბოროში,“ „ბრისტოლსა“ და „სანდერლენდში.“ ხოლო 2013-14 წლების სეზონში „დეზების“ სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. თუმცა, გასული სეზონი „ნიუკასლში“ გაატარა.