ინგლისელი ფეხბურთელის ეშლი იანგის წარმომადგენლები "ასტონ ვილასთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მხარეები შეთანხმდებიან, იანგი ბირმინგემელებთან 1+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს.
იანგის შეთავაზება "ინტერიდან", უოტფორდიდან" და "ბარნლიდან" აქვს. ეშლი ამჟამად მილანური კლუბის წევრია, თუმცა 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. ინგლისელი "ასტონ ვილაში" 2007-2011 წლებში თამაშობდა. ოთხ სეზონში ეშლიმ 190 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში იანგი იტალიის ჩემპიონი გახდა.