ფეხბურთი

22:19 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უელსი მერვედფინალის საგზურს მიუახლოვდა

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩში თურქეთი 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა.

განვლილ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გამარჯვებული პლეი ოფის საგზურს მიუახლოვდებოდა. თურქეთს აღნიშნულ შეხვედრაში მინიმუმ არ უნდა წაეგო, ხოლო უელსი გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს ფაქტობრივად ინაღდებდა.

მეექვსე წუთზე გარეტ ბეილმა აარონ რემზის საჯარიმოში გადაცემა გაუკეთა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა გატანა ვერ შეძლო. მეცხრე წუთზე ბურაკ ილმაზმა შეძლო კარისკენ დარტყმა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 43-ე წუთზე კი გარეტ ბეილმა საჯარიმოს სიღრმეში რემზის კვლავ გადაცემა გაუკეთა, ამჯერად კი აარონმა შანსი გამოიყენა, მეკარეს ერთი ერთზე შანსი არ დაუტოვა და უელსი დააწინაურა.

მე-60 წუთზე გარეტ ბეილი საჯარიმოში შესვლას ცდილობდა, თუმცა ზეკი ჩელიკმა უელსელი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბეილმა თავად შეასრულა დარტყმა, თუმცა ძალიან არაზუსტად დაარტყა და თურქეთი გადარჩა. აღნიშნული მომენტიდან რამდენიმე წამში მეკარე უგუნჯან ჩაკირმა ბურთის მოგერიება სცადა, ბეილმა ბურთი ჩაჭრა და თურქეთი კვლავ გადაურჩა გაშვებულ გოლს.

მატჩის ბოლო 15 წუთი ფაქტობრივად კონტრშეტევებზე თამაშობდა უელსი და საბოლოოდ ბოლო წუთზე მაინც შეძლო გოლის გატანა. გარეტ ბეილი კუთხურის გათამაშების შემდეგ მარჯვენა კუთხიდან შევიდა საჯარიმოში და კონორ რობერტს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

ამრიგად, ორი მატჩის შემდეგ უელსმა ოთხი ქულა დაუგროვდა და პლეი ოფის საგზურთან ახლოსაა. თურქეთმა კი ორ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, ორივე წააგო და ნული ქულით ბოლო ადგილზეა.

თურქეთი - უელსი 0:2 (0:1)

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი

თურქეთი (4-1-4-1): ჩაკირი, ჩელიკი, აიჰანი, სეიუნჯუ, მერაში (მულდური 72), ჩალჰანოღლუ, იოკუშლუ (დემირალი 46), ტუფანი (იაზიჯი 46), კარამანი (დერვისოღლუ 75), ილმაზი, უნდერი (კაჰვეჩი 83);

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

უელსი (4-2-3-1): უორდი, რობერტსი, მეფანი, როდონი, დევისი, მორელი, ალენი (ამპადუ 73), ბეილი, რემზი (უისონი 85), ჯეიმსი (უილიამსი 90+4), მური;

მწვრთნელი: რობერტ პეიჯი

გოლები: 0:1 რემზი (43), 0:2 რობერტსი (90+5)

გაფრთხილება: ილმაზი (90+2), ჩალჰანორლუ (90+2) - დევისი (90+2), მეფამი (90+2)

სტატისტიკა -კარისკენ დარტყმები: 17(5) – 16(7); ბურთის ფლობა: 56%-44%; კუთხურები: 10 -7; თამაშგარე: 1:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): გარეტ ბეილი (უელსი)

მსაჯი: სოარეშ დიასი (პორტუგალია)

1.

უელსი

2

1

1

0

3

1

2

4

2.

იტალია

1

1

0

0

3

0

3

3

3.

შვეიცარია

1

0

1

0

1

1

0

1

4.

თურქეთი

2

0

0

2

0

5

-5

0

0.178319