ფეხბურთი

12:50 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: „მართალია, ევროს ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას გვაძლევს“

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს ევრო2020-ის პირველი მატჩის წინ თავისი აზრი გაუზიარა.

„მართალია ევროს ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას გვაძლევს. ზოგს მინდორზე გასვლამდე უკვე მოგებულები ვგონივართ, მაგრამ ეს ასე არ არის.

ტურნირის დასაწყისში გერმანელებთან შეხვედრა ჩვენთვის გრანდიოზული მოვლენაა. დრწმუნებული ვარ, მათთვისაც ასე იქნება, რადგან ევროპის წამყვან ნაკრებებს წარმოვადგენთ.

ამოცანა ორივე საჯარიმოში ეფექტურად თამაში იქნება, სწორედ იქ გადაწყდება მატჩის ბედი.“ - ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი, დღეს გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.128716