ბელგიის ნაკრების მარჯვენა მცველი ტიმოთი კასტანი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მან პირველ ტურში რუსეთის ნაკრებთან თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო.
როგორც ცნობილი გახდა, კასტანი ბელგიაში დაბრუნდება და თვალზე ოპერაციას გაიკეთებს, მიმდინარე ჩემპიონატზე მისი თამაში კი გამორიცხულია.
კასტანიმ თვალის დაზიანება კუზიავეთან შეჯახების შედეგად მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრებმა რუსეთი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.