ფეხბურთი

17:13 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას მარკო ვერატი გამოუჯანმრთელდა

იტალიის ნაკრებს მარკო ვერატი გამოუჯანმრთელდა. პსჟ-ს ნახევარმცველმა „პესკარასთან“ სპარინგში გუშინ 20 წუთი გაატარა მოედანზე და სავარაუდოდ, შვეიცარიასთან მეორე ტურში განაცხადში მოხვდება.

ნაკლებად სვარაუდოა, რომ მარკომ მეორე ტურში ძირითადში ითამაშოს, მაგრამ სათადარიგო სკამზე იმის დასტური იქნება, რომ სათამაშოდ მზადაა.

ვერატიმ მუხლის ტრავმა „პარი სენ ჟერმენში“ სეზონის ბოლოს მიიღო და ევრო 2020-ის პირველ ტურში თურქეთის ნაკრებთან არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114761