ფეხბურთი

11:40 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ ფენერბაჰჩეს" გაწვრთნა იუარა, მას სერია A-ში მუშაობა სურს

იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ მუშაობაზე უარი თქვა. Sky Sport-ის ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 42 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ თურქული გუნდისგან მიმზიდველი წინადადება მიიღო.

თუმცა, ანდრეამ სტამბოლში გადაბარგებაზე უარი თქვა, რადგან მას სერია A-ში სურს მუშაობის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ კლუბებში მთავარი მწვრთნელის პოსტები პრაქტიკულად დაკავებულია, პირლოს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში შეთავაზებას სამშობლოდან მიიღებს.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერა გასულ წელს დაიწყო და „იუვენტუსი“ ჩაიბარა. პირველივე სეზონში მან „ბებერ ქალბატონს“ ორი ტიტული მოაგებინა (იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი), მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ სამსახური შეენარჩუნებინა და გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11601