ფეხბურთი

23:07 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრებს თამაშის გაგრძელება კრისტიან ერიკსენმა სთხოვა

დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი განახლდა. როგორც დანიის ფეხბურთის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, ფეხბურთელებს თამაშის განახლება თვითონ კრისტიან ერიკსენმა სთხოვა.

თამაში პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა. ერიკსენმა მოედანზე გულის შეტევა მიიღო და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. კრისტიანი ამჟამად გონზეა, სუნთქავს და თავისუფლად საუბრობს.

გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერიკსენის მამას ესაუბრა და დანიელი ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

0.115058