ევრო 2020-ის მატჩი ფინეთისა და დანიის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე განახლდება - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეხვედრა პირველი ტაიმის ბოლოს შეწყდა, როცა დანიელთა ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც მისი აგენტი აცხადებს, კრისტიანი უკვე თავისუფლად სუნთქავს და საუბრობს.