ფეხბურთი

17:20 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა ევრო 2020-ზე მაისურის შეცვლას არ აპირებს

უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აპირებს ითამაშოს ფორმით, რომელზეც „დიდება გმირებს“ ეწერება. მიუხედავად იმისა, რომ უეფამ აღნიშნული ლოზუნგი პოლიტიკურად მიიჩნია, უკრაინელები უკან დახევას არ აპირებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უეფასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხზე და საბოლოო დეტალებს აგვარებენ. ფორმის შესახებ კითხვა უკრაინის ნაკრების ფეხბურთელების, რომან ბეზუსისა და არტიომ ბესედინის პრესკონფერენციაზე დაისვა. აღსანიშნავია, რომ მედიას მოუწოდეს მომავალში ამ თემაზე შეკითხვები პრესკონფერენციაზე აღარ დასვან.

უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შექმნილ მაისურზე დაიტანა რუკა, რომელშიც ყირიმის ტერიტორიაც შედის და აქვს ორი წარწერა - „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“.

რუსებმა ეს ფაქტი უეფაში გააპროტესტეს და ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ „დიდება გმირებს“ პოლიტიკურ ლოზუნგად მიიჩნია. შეგახსენებთ, ანდრეი შევჩენკოს გუნდი პირველ ტურში 13 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.

0.11427