კალათბურთი

10:51 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: დღის დაძაბული მატჩები და სერიაში დაწინაურებული "იუტა ჯაზი" (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა. პირველი შეხვედრა „მილუოკი ბაქსსა“ და „ბრუკლინ ნეტსს“ შორის შედგა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა.

ამ გუნდებს შორის დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „ბაქსმა“ მეტოქეს 3-ქულიანი სხვაობით 86:83 სძლია.

საოცარი თამაშები ჩაატარეს კრის მიდლტონმა და იანის ანტენტოკუნპომ. ამერიკელმა 35 ქულა, 15 მოხნა და 1 პასი გაახერხა, ხოლო ბერძენმა 33 ქულას, 14 მოხსნა და 2 პასი დაამატა.

დამარცხებულთა რიგებში კი კევინ დურანტი 30 ქულით, 11 მოხსნით, 5 პასითა და შესაბამისად ორმაგი დუბლით გამოირჩა. 20 ქულიან ზღვარს კიდევ ერთი კალათბურთელი, კაირი ირვინგი გადასცდა, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

სერიაში სამი დაპირისპირების შემდგომ „ბრუკლინ ნეტსი“ 2:1-ს იგებს, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 13 ივნისს გაიმართება.

ასევე დაძაბული გამოდგა დღის მეორე მატჩი, სადაც ერთმანეთს „იუტა ჯაზი“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ შეხვდნენ, რომელიც ქუინ სნაიდერის გუნდმა 117:111 იმარჯვა.

„იუტადან“ საუკეთესო კვლავ დონოვან მიტჩელი იყო, ამერიკელმა კალათბურთელმა 39 წუთში 37 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, „კლიპერსიდან“ კი რეჯი ჯექსონი 29 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით გამოირჩა.

ორმაგი დუბლი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა დააფიქსირა. პოლ ჯორჯმა საკუთარ გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი შესძინა, ხოლო რუდი გობერტმა 13 ქულა და 20 მოხსნა დააფიქსირა!

სერიაში ანგარიში „იუტას“ სასარგებლოდ 2:0 გახდა, მომდევნო შეხვედრა კი 13 ივნისს არის ჩანიშნული.

0.104024