ფეხბურთი

13:50 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად არ მიმდინარეობს

„მილანის“ თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა თქვა, რომ 39 წლის ფორვარდის სარეაბილიტაციო კურსი ისე კარგად არ მიდის, როგორც თავიდან წარმოედგინათ.

„მქონდა ზლატანთან კონტაქტი. მისი სარეაბილიტაციო პროცესი ისე კარგად არ მიმდინარეობს, როგორც თავიდანვე გვეგონა. რა თქმა უნდა, მე გადავამოწმე თუ როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია, მისი გამოძახება შეუძლებელი იყო“, - თქვა იანე ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის გამო 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მარტის სანაკრებო შეხვედრებში ითამაშა კიდეც, მაგრამ 9 მაისს, „იუვენტუსთან“ მატჩში დაშავდა და ევრო 2020-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

0.114421